ქუთაისში, რიონისპირა სახლების რეაბილიტაციის პროექტირებაზე გამოცხადებული ტენდერი (SPA190002436) დასრულდა. გამარჯვებული თბილისურო კომპანია "კარკასი" გახდა. ამ ეტაპზე ხელშეკრულების მომზადება ხდება. 944 000 ლარიან ტენდერში, მან 799 999 ლარი დააფიქსირა და 1 ლარით მოუგო მეორე პრეტენდენტ სამშენებლო-საპროექტო კომპანია სს "ხუროს", რომელიც ქუთაისური კომპანიაა. გამარჯვებულმა რიონისპირა სახლების რეაბილიტაცისთვის პროექტი უნდა შეადგინოს. ტენდერი დასრულებამდე "ნიუპრესი" ორივე კომპანიის ხელმძღვანელს ესაუბრა. შპს "ხუროს" ხელმძღვანელი, ქუთაისის ყოფილი მერი დავით მელქაძე მიიჩნევდა, რომ ერთ-ერთ პირობად ადგილობრივი სიტუაციის ცოდნა უნდა ყოფილიყო ჩადებული. "კარკასის" დირექტორის გიორგი მაჭარაშვილის თქმით, მათ აქვთ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან მუშაობის გამოცდილება, რაც შეეხება ქუთაისს, მათი მთავარი არქიტექტორი ქუთაისელია და შესაბამისად, ამ მხრივ პრობლემები არ შეექმნებათ. ქუთაისში, რიონისპირა სახლების პროექტის ფარგლებში 41 სახლის რეაბილიტირება მოხდება.
რიონისპირა სახლების რეაბილიტაციაზე ტენდერი დასრულდა camera iphone 8 plus apk | |
1 Likes | 1 Dislikes |
22 views views | 3.88K followers |
Education | Upload TimePublished on 5 Jun 2019 |
Không có nhận xét nào:
Đăng nhận xét